ოპოზიციონერზე ანგარიშსწორება არის ხელისუფლების აღიარება, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები - ბუაძე

23.09.23 13:37
ოპოზიციონერზე ანგარიშსწორება არის ხელისუფლების აღიარება, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები - ბუაძე

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, ოპოზიციონერ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან აღიარებაა, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები.

ბუაძე ითხოვს არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ იმ ორგანიზატორების დასჯასაც, ვის თავში დაიგეგმა ეს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

რუსეთის აგენტების მხილების და მათზე საუბრის გამო, ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის ძალიან სახიფათო და მეორეს მხრივ, ძალიან ცალსახა აღიარება ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ დაიცვან ივანიშვილის და რუსეთის ინტერესები ამ ქვეყანაში. სასწრაფოდ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც შეასრულეს ეს ნაძირლური თავდასხმა, არამედ მათიც, ვის თავშიც დაიგეგმა ეს ანტისახელმწიფოებრივი და ნაძირლური გადაწყვეტილება". - ამბობს საბა ბუაძე

მსგავსი სიახლეები