მელიამ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა - ომბუდსმენის რწმუნებული დაკავებულებს შეხვდა

23.09.23 13:41
მელიამ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა - ომბუდსმენის რწმუნებული დაკავებულებს შეხვდა

ნიკა მელიამ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფაზე ისაუბრა - ომბუდსმენის რწმუნებული დაკავებულებს შეხვდა . ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, სახალხო დამცველის აპარატმა  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობა და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

"22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით,  გლდანში  მომხდარი დაპირისპირებისას 3 პირი დააკავეს.   

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას," - წერია განცხადებაში 

მსგავსი სიახლეები