"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია გუშინ ძალადობით დაიწყო - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინ, გლდანში მომხდარი ძალადობით, მმართველმა გუნდმა დაიწყო საარჩევნო კამპანია.
მისი თქმით, "ოცნებამ" ამ ფაქტით თქვა, რომ მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია და აზრი აი ასე დაისჯება
წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო გუშინ და დაიწყო ისე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. დაიწყო ძალადობით. დიახ, მათ გუშინ ჩვენ დაგვანახეს "ძალა", დაგვანახეს, რომ მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია და აზრი აი ასე დაისჯება". - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.