უცნაური გადაწყვეტილებაა, მოუწიათ პოზიციის ცვლილება - სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე
"ოცნება" პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტას უცნაურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
სარჯველაძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მიწოდებული ტყუილით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტიც და პოზიციის ცვლილება მოუწიათ.
უცნაური გადაწყვეტილებაა, მე მგონი ამის ახსნა არც არის საჭირო. საზოგადოებაც გაკვირვებულია. საზოგადოებისთვის მიწოდებული ტყუილით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტიც და მოუწიათ პოზიციის ცვლილება და ეს პოზიცია ალბათ ახსნილი უნდა იყოს იმით, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებებისთვის ახალი შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ. სხვა ახსნას და დასაბუთებას, რასაკვირველია ვერავინ მოუძებნის". - განაცხადა სარჯველაძემ.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია, მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.