პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეცდომაა - მანჯგალაძე

23.09.23 14:10
პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეცდომაა - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტის თაობაზე შეცდომაა.

არ ვიცი, პირდაპირ გეუბნებით, თუ მან გადაწყვიტა არის შეცდომა, შეცდომაშია შესული. თუ სხვამ ურჩია, ბრიყვული რჩევაა". - განაცხადა მანჯგალაძემ. 

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია,   მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.

მსგავსი სიახლეები