პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგინების განხილვა დაიწყო

23.09.23 14:17
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგინების განხილვა დაიწყო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგინების განხილვა დაიწყო. მოსამართლეთა პლენუმმა მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და პარლამენტის სხვა წევრების კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს არსებითად განსახილველად მიღების წესებს.

დაირღვა თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი? ამას 9 მოსამართლე სავარაუდოდ ერთ თვეში დაადგენს, თუმცა მანამდე იტყობინებიან რომ წარდგინებაში მოყვანილია მაგალითები, როდესაც განმცხადებლების თანახმად, პრეზიდენტმა, აღნიშნული მუხლები დაარღვია და ამის გასამყარებლად მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები და აუდიოჩანაწერებიც.

მსგავსი სიახლეები