უფლებადამცველის ინფორმაციით, მელია ნაცემია და ტანისამოსი აქვს შემოხეული
დაზიანებები აღენიშნება ნიკა მელიას. ეს ინფორმაცია დიღმის სამმართველოდან ენმ-ს ლიდერის უფლებადამცველმა გამოიტანა. მთელი ღამის განმავლობაში გიორგი კონდახაშვილი მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა. საბოლოოდ მათ დიღომში მიაგნეს. კონდახაშვილის ინფორმაციით, მელია ნაცემია და ტანისამოსი აქვს შემოხეული. მელიას, კუპრავას და დოლიძეს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, თუმცაღა არ ვიცით ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება მოვლენები. იმისდა მიხედვით გადაწყვეტენ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, როგორც დასჭირდება ეს ხელისუფლებას. მთელი ეს დრო ჰყავდათ პოლიციის სამმართველოში და საათების განმავლობაში გვიმალავდნენ, არ აძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას. ნიკა მელიას მთელი ტანსაცმელი აქვს ჩამოხეული. სპორტული განტელები აქვთ ყველას თავში ჩარტყმული". - ამბობს ადვოკატი.