ის რაც გუშინ ვიხილეთ, არის ხელისუფლების ბოლო ჟამი - სოფო ჯაფარიძე

23.09.23 15:29
ის რაც გუშინ ვიხილეთ, არის ხელისუფლების ბოლო ჟამი - სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრის და მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, გლდანში მომხდარმა თავდასხმამ აჩვენა, რომ ხელისუფლების ბოლო ჟამი მოახლოვდა.

ჯაფარიძის თქმით, "ქურდული სამყარო", რომელიც სააკაშვილმა აღკვეთა, დღეს სრულად რეაბილიტირდა "ოცნების" ხელში .

ჯაფარიძე ითხოვს იმ ადამიანების დაკავებას, ვინც ბრძანება გასცა.

ის რაც გუშინ ვიხილეთ, არის ხელისუფლების ბოლო ჟამი. ჩვენ ვუყურეთ, როგორ გადავიდნენ ისინი სრულად ძალადობაზე და დიახ, მათ დარჩენიათ მხოლოდ ძალადობა, ისე როგორც იქცევიან, ბელორუსში და რუსეთში. ეს იყო ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი. "ქურდული სამყარო", რომელიც სრულად აღკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს სრულად რეაბილიტირდა "ოცნების" ხელში. იმ ადამიანების დაკავებით, ვინც შსს-მ დააკავა არაფერი იცვლება. უნდა დააკავონ ისინი, ვინც არიან უშუალოდ შემსრულებლები და ორგანიზატორები. საზოგადოება არ გაჩუმდება, ჩვენ არ გავჩუმდებით. მთავარია დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ბრძანება გასცა". - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები