გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაისაჯონ ძალადობის შემოქმედები - კუპრაძე

23.09.23 16:05
გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაისაჯონ ძალადობის შემოქმედები - კუპრაძე

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე გლდანში მომხდარი თავდასხმის მთავარი შემოქმედების დასჯას და დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს. 

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაუკეთოს მობილიზება საკუთარ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეცვალოს "ოცნების" პრორუსული ხელისუფლება.

ობიექტური, სამართლიანი გამოძიების შანსი და შესაძლებლობა, იმედი არ არსებობს "ქართული ოცნების" პირობებში. ერთადერთი ჩვენ რისი ჩვენებაც შეგვიძლია, რომ პოლიტიკოსები, აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები ვიბრძვით მთელი შესაძლებლობების ფარგლებში და საზოგადოებამ უნდა გაუკეთოს მობილიზება საკუთარ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეცვალოს "ოცნების" პრორუსული ხელისუფალი. მოთხოვნა არის ის, რომ დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ და სასწრაფოდ დაისაჯონ ის პირობები, რომლებიც არიან ძალადობის შემოქმედები". - ამბობს კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები