დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და ჩვენთან თანამშრომლობა - გამომძიებელი მელიაზე

23.09.23 16:26
დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და ჩვენთან თანამშრომლობა - გამომძიებელი მელიაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი ირაკლი ლუხოშვილი გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა.

გამომძიებლის ინფორმაციით, ნიკა მელიამ არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა.

მისივე თქმით, თუ მელია ისურვებს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობას, უწყება მზად არის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს.

დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაშინ საგამოძიებო მზადაა გაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

პირადად მე, როდესაც დაკავებულ პირს შევხდი, არ შემიმჩნევია დაზიანება, თუმცა თუ ის ისურვებს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობას, მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა". - განაცხადა ლუხოშვილმა.

დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ამ დრომდე სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები