ძველი ბიჭები, რომელიც ალიანსში არიან ხელისუფლებასთან ან პოლიციასთან, არც ძველი ბიჭები არ არიან - მანჯგალაძე

23.09.23 16:46
ძველი ბიჭები, რომელიც ალიანსში არიან ხელისუფლებასთან ან პოლიციასთან, არც ძველი ბიჭები არ არიან - მანჯგალაძე

ძველი ბიჭები, რომელიც ალიანსში არიან ხელისუფლებასთან ან პოლიციასთან, არც ძველი ბიჭები არ არიან - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ გლდანში მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

მანჯგალაძემ ამ ძალადობრივი ქმედების გამკეთებლებს პირდაპირ მონები უწოდა.

ამას ვინც აკეთებს, არიან მონები. ამას აკეთებენ კრიმინალები. ჩვენ გლდანში ვიცით კონკრეტული ვითარება, ვინც თავს დაესხა, არიან ე.წ. კრიმინალებთან კავშირში მყოფი ადამიანები. რა ვიცი აბა, ძველი ბიჭები, რომელიც ალიანსში არიან ხელისუფლებასთან ან პოლიციასთან, არც ძველი ბიჭები არ არიან". - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები