48 საათის განმავლობაში ოპოზიციონერების იზოლატორში ყოფნა, "ოცნების" სასაცილო ტრადიციაა - კუპრაძე

23.09.23 17:04
48 საათის განმავლობაში ოპოზიციონერების იზოლატორში ყოფნა, "ოცნების" სასაცილო ტრადიციაა - კუპრაძე

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ 48 საათის განმავლობაში ოპოზიციონერების იზოლატორში ყოფნა, "ოცნების" სასაცილო ტრადიციაა.

მისივე განცხადებით, 48 საათიანი პატიმრობით შეუძლებელია შეაშინო ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ კრემლის დასმულ ხელისუფლებას ებრძვიან.

ეს არის სასაცილო ტენდენცია და ტრადიცია "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც 48 საათის განმავლობაში ამყოფებს ხოლმე იზოლატორში დაკავებულ ოპოზიციონერებს. არაფერს არ ემსახურება გარდა იმისა, რომ არ იყვნენ საჯაროდ ხელმისაწვდომები მედიისთვის, არ ისაუბრონ იმ დაზიანებებზე და დანაშაულებზე, რასაც  სამართალდამცავი უწყებები და ხელისუფლება სჩადის. თუმცა 48 საათიანი პატიმრობით შეუძლებელია შეაშინო ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ ისინი ებრძვიან, კრემლის დასმულ ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანაში". - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ამ დრომდე სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები