ენმ-ს წევრი ბესო გაზდელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

23.09.23 17:11
ენმ-ს წევრი ბესო გაზდელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

გლდანის პოლიციის მთავარი სამმართველო ენმ-ს წევრ ბესო გაზდელიანით დაინტერესდნენ და ის გამოკითხვაზე დაიბარეს. გაზდელიანი გუშინ გლდანში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს. გაზდელიანი რამდენჯერმე გადაურჩა დაკავებას. 

გაზდელიანს მოწმის სახით იბარებენ თუ  მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ამის შესახებ გაზდელიანს ჯერჯერობით არ უთხრეს.

როგორც ენმ-ს წევრი "პირველებთან" აცხადებს, განყოფილებაში მისვლას დღეს არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები