კარგად იციან, რომ ამ 40 კაცში არის მათი სუს-ის 40 ნასეტკა და უმძიმთ დაკავება - ნადირაძე

23.09.23 17:22
კარგად იციან, რომ ამ 40 კაცში არის მათი სუს-ის 40 ნასეტკა და უმძიმთ დაკავება - ნადირაძე

გლდანში მომხდარი თავდასხმა - ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მათი სუს-ის 40 წევრის დაკავება უჭირს. 

რაც შეეხება დაკავებულ ოპოზიციონერებს, ნადირაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მათით ვაჭრობას აპირებს.

ძალიან კარგად იციან, რომ ამ 40 კაცში არის მათი სუს-ის 40 ნასეტკა და უმძიმთ დაკავება, რადგან, როგორც წესი, საარჩევნოდ, ასეთ ადამიანებზე დგანან. მაქსიმალურად აჭიანურებენ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად გამოაძვრინონ. ამის პარალელურად, დაკავებული ჰყავთ ენმ-ს წევრები და უნდათ, რომ სისხლის სამართლის მუხლით აღუძრან საქმე, რომ მერე ივაჭრონ, ამათ თუ დავაკავებთ იმათაც დავაკავებთ და ა.შ."-  აცხადებს ნადირაძე.

 

მსგავსი სიახლეები