ეს ქალბატონი ბრძანდება ივანიშვილის დავალების გამხმოვანებელი და შემსრულებელიც - ნათელაშვილი პრეზიდენტზე

23.09.23 17:29
ეს ქალბატონი ბრძანდება ივანიშვილის დავალების გამხმოვანებელი და შემსრულებელიც - ნათელაშვილი პრეზიდენტზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის პოზიცია არ არსებობს, რადგან ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების გამხმოვანებელი და შემსრულებელი. 

საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს ოლიგარქი ივანიშვილის დავალება, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელიც ბრძანდება სწორედ ეს ქალბატონი და ბატონები, მის ხელისუფლებაში მოკალათებულები. არც ფარცხალაძის ეპიზოდია გამონაკლისი. მიიღო სხვა მითითება და იქცევა ასე". - განაცხადა ნათელაშვილმა.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია,   მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. 

მსგავსი სიახლეები