თუ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე იქნება, მასზე გარკვეული შეღავათები გავრცელდება - ჩოკორაია
საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კონსტანტინე ჩოკორაია სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილებას უწუნებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა უნდა შეეწყვიტა.
ჩოკორაია ამბობს, რომ თუ ყოფილი გენერალური პროკურორი საქართველოს მოქალაქე იქნება, მასზე გარკვეული შეღავათები გავრცელდება, რომელიც ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მიიღო
ჩვენ თუ საქართველოს კანონმდებლობას მივყვებით, რუსეთის მოქალაქეობის არსებობა საქართველოს მოქალაქისთვის, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი და გადაწყვეტილება პრეზიდენტს უნდა მიეღო ამის სასარგებლოდ. უნდა შეეწყვიტა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა. რაც შეეხება თავად სამართლებრივ არგუმენტებს, რომელიც მოყვანილი იყო პრეზიდენტის განცხადებაში, საქართველოს მოქალაქეობის ქონა-არქონა არ არის დაკავშირებული, დადგება თუ არა ფარცხალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე რჩება ერთი საკითხი, თუ საქართველოს მოქალაქე იქნება ის, მასზე გარკვეული შეღავათები გავრცელდება, რომელიც ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მიიღო". - განაცხადა ჩოკორაიამ.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია, მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.