ფარცხალაძის ცხოვრება მიწის ქვეშ უფანჯრო ბეტონის სახლში

23.09.23 21:57
ფარცხალაძის ცხოვრება მიწის ქვეშ უფანჯრო ბეტონის სახლში

ფარცხალაძის ცხოვრება მიწის ქვეშ, უფანჯრო სასახლეში? - "შაბათის ეთერმა" რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორის სასახლე გადაიღო, რომელიც წყნეთში, ყველაზე მდიდარი ქართველების უბანში მდებარეობს. 

რეზიდენცია, სადაც შტატების გამოვლენილი ჯაშუში გაშიფვრის შემდეგ თავს აფარებდა, ირკვევა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნებით და უსაფრთხოების ზომების დაცვით არის აშენებული. 

შავ სასახლეს ფანჯარა არ აქვს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობას ქუჩაზე გამავალი ფასადის მხარეს ყრუ კედელი აკრავს. ფანჯრები მხოლოდ შიდა ეზოში გადის, სავარაუდოდ იმისთვის, რომ გარედან შიდა სივრცის დანახვა შეუძლებელი იყოს.

ვიზუალურად ჩანს, რომ სახლი ერთ სართულიანია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მიწისქვეშ მოქცეული ინფრასტრუქტურა იქცევს - ოთხი მეტრის სიმაღლის შენობას ზუსტად ასეთივე ზომის მიწისქვეშა სართული აქვს. 

ოთხი ავტომობილი ბეტონის შავი სასახლის მიწისქვეშ განთავსებულ სართულზე ჩადის - ამ ავტოფარეხიდან კი დერეფნის  საშუალებით  პირდაპირ საძინებელში ხვდები. უცნაურია, მაგრამ ერთ -ერთი საძინებელიც  მიწისქვეშა სართულზეა განთავსებული.

საძინებლის  პირდაპირ კი ორი საცავია - ერთი 30 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობი, მეორე კი 11 მეტრი. ჯამში ფარცხალაძის  შავი სასახლის მიწისქვეშა სართულზე სულ ერთი საძინებელი, სააბაზანო ოთახი და საკაბინეტო სივრცეა. მთელი დანარჩენი ტერიტორია კი  მარანს და სამ საწყობს უკავია. მიწისქვეშა სართული სულ  380 კვადრატული მეტრია 

ფარცხალაძის სახლი მიწისქვეშა სართულით და შედარებულიყო პირადი მცველების მთელი ჯარით. რუსეთს ჯაშუშობაში მხილებულს მისი რეზიდენციის დატოვების პანიკური შიში აქვს, ამიტომ სანქციების შიშით ქონების გადამალვის სპეცოპერაციის დროს, 19 სექტემბერს, ნოტარიუსი ნინო ხოფერია მინდობილობის გასაფორმებლადაც კი მის რეზიდენციაში მიიყვანეს.

"შაბათის ეთერის" აეროგადაღების კამერა ოთარ ფარცხალაძის სახლის თავზე რამდენიმე დღის განმავლობაში დაფრინავდა, პირადი მცველების ალყაში მოქცეულ რეზიდენციასთან მიახლოება პრაქტიკულად შეუძლებელია. დეტალების გადაღება მხოლოდ ციდანაა შესაძლებელი. 

განგაში აქ ღამით ცხადდება, მაშინ როდესაც აეროგადაღების კამერა აფიქსირებს ოთარ ფარცხალაძის სახლთან გაჩერებულ დაჯავშნილ მანქანებს და იქ მისულ სტუმრებს. როგორც ჩანს ფარცხალაძეს. რომელიც იმ დროს ეზოში იყო შეეშინდა, რომ მაღალი გარჩევადობის კამერას მასთან საიდუმლოდ მისული ხალხი არ ამოეცნო. ჩვენი დრონის წითელ მანიშნებელი შუქის დანახვაზე ფარცხალაძე ტელეფონზე რეკავს და სავარაუდოდ. დრონის ჩამოგდების ბრძანებას იძლევს, რადგან  სწორედ ამ დროს, უსაფრთხოების სამსახურის მანქანები, მიმდებარე ქუჩებზე იწყებენ, ჩვენი პილოტის ძებნას, რომ დაადგინონ ადგილი საიდან იმართება აკროკამერა. 

ამ დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფარცხალაძის სახლიდან მოშორებით ქუჩაში დგას, თუმცა საქართველოს მტერი სახელმწიფოს ჯაშუშობაში მხილებული კაცის პირადი მცველი ძალადობაზე გადადიან და ცდილობენ მასალა გაანადგურონ. 
 

მსგავსი სიახლეები