ვინ დააფინანსა პირველი ლედის მდიდრული წვეულება? - აღმოჩენილია კანონდარღვევის ფაქტები

24.09.23 00:43
ვინ დააფინანსა პირველი ლედის მდიდრული წვეულება? - აღმოჩენილია კანონდარღვევის ფაქტები

ვინ დააფინანსა საქართველოს პირველი ლედის მდიდრული წვეულება? - აღმოჩენილია კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი. 

ანტიკორუფციული   სამსახურის ხელმძღვანელი, რომლსაც პრემიერ-მინისტრის ოჯახის უკანონო შემოსავლის კონტროლი ევალება, ამტკიცებს, რომ მდიდრული შეკრების ამბავი საერთოდ არ გაუგია. 

რაჟდენ კუპრაშვილთან "შაბათის ეთერი" კონკრეტული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა, დაარღვია თუ არა ნუნუ თამაზაშვილმა კორუფციის წინააღმდეგ კანონი.

                                                 რა წერია კანონში? 

  • მეხუთე მუხის მესამე ნაწილი: საჯარო მოხელის, ანუ პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრს არ აქვს უფლება მიიღოს 1 წლის განმავლობაში  1000 ლარზე მეტის საჩუქარი. ერთ საჩუქარი კი 500 ლარზე მეტის ღირებულების არ უნდა იყოს.

ამავე კანონის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ თუ პრემიერის მეუღლემ იმაზე ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო ვიდრე ეს კანონში წერია, სამი დღის ვადაში ანტიკორუფციულ სააგენტოს უნდა აცნობოს და საჩუქარი სახელმწიფოს გადასცეს.

რაჟდენ კუპრაშვილთან "შაბათის ეთერმა" 14 სექტემბერს ჩაწერა,  ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღე 6 სექტემბერს იყო. 

ანტიკორუფცული ბიუროს შეფი გამომძიებელ ჟურნალისტს ეუბნება, რომ საქართველს პირველ ლედის მის უწყებაში შეტყობინება არ დაუტოვებია, თუმცა ამბობს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. 

              რატომ გაჩნდა ეჭვი რომ საქართველოს პირველმა ლედიმ კანონი          დაარღვია?

ნუნუკა თამაზაშვილი მისივე დიდი ხნის მეგობარმა, ნინა კობახიძემ ამხილა სოცილურ ქსელში"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაწერა, რომ ძვირადღირებული საიუბილეო წვეულება თბილისთან ახლოს, ციხესიმაგრეში საქართველოს პირველ ლედის მეგობრებმა გადაუხადეს. კანონით ასეთი ძღვენის მიღების უფლება ნუნუ თამაზაშვილს არ ჰქონდა .

რატომ უზღუდავს კანონი საქართველოს პირველ ლედის მიიღოს წელიწადში 1000 ლარზე მეტის საჩუქარი? - მისი გავლენებიდან გამომდინარე არსებობს რისკი, რომ მან შესაძლოა, ამ გავლენებით ისარგებლოს და მჩუქებელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს. 

                     ვისგან მიიღო პრემიერის მეუღლემ ძვირადღირებული საჩუქარი საიუბილეო წვეულებაზე?

 "შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ვიდეო მასალის გაშიფვრის შედეგად ჟურნალისტ-გამომძიებლებმა დაადგინოს პირთა წრე, რომლებმაც როგორც თავად ამტკიცებენ, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე ციხესიმაგრის კომპლექსის დასახურად ფული გადაიხადეს. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით კითხვები პოლიტიკური თავის მართლებით არ იხსენება. მით უმეტეს, "მელაძის შაბათის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პირადი წვეულებისთვის. როდესაც პრემიერის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები პირველი ლედის წვეულების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით არიან დაკავებულები. 

ცალკე გამოძიების საგანია დაბადების დღეს ფულადი შემოწირულობის  გარდა ის ძვირადღირებული საჩუქრები, რომლებიც ინდივიდუალურად ბიზნესმენების ცოლებმა და საჯარო მოხელეებმა წვეულებაზე მიიტანეს. 

ასევე ნახეთ - პრივილეგიები პირველი ლედის სამეგობროსთვის - არის თუ არა ხელშეუხებელი, ნუნუ თამაზაშვილის გარემოცვა

მსგავსი სიახლეები