გლდანში დაკავებული ენმ-ს წევრები პატიმრობაში რჩებიან - როდის ჩაინიშნება პროცესი

24.09.23 11:28
გლდანში დაკავებული ენმ-ს წევრები პატიმრობაში რჩებიან - როდის ჩაინიშნება პროცესი

ნიკა მელია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. დიღმის სამმართველოში რჩებიან ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავაც.  გლდანის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსებს წინასწარი პატიმრობის ვადა შუაღამისას ეწურებათ, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ პროცესები საღამოს 18:00 საათამდე გაიმართება.

ამ ეტაპამდე ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხდება სასამაღტლოს ჩანიშვნა და ზოგადად, ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც იმის მაგივრად, რომ ებრძოლონ დანაშაულს და დააკავონ ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები, იჭერენ ოპოზიციის წევრებს უდანაშუალოდ და ამით უნდათ, რომ დაანახონ საზოგადოებას, რომ არაფერი უშლის ხელს „ქართულ ოცნებას“ და ისინი პოლიციაშიც მიიყვანენ ადამიანს, იზოლატორშიც, შემედგ სასამართლოშიც დააჯარიმებენ დამა ნიჰილიზმის დათესვას უწყობენ ხელს, - ამბობს ნიკა მელიას თანამოაზრე დიმიტრი ბიძინაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდა. 

პროცესების ჩანიშვნის მოლოდინშია 6 სავარაუდო მოძალადეც. ირაკლი ეძგვერაძის ცემის ბრალდებით ამ დრომდე სხვა არავინ დაუკავებიათ.

რაც შეეხება გლდანში თავდასხმის დროს დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ისინი კლინიკაში რჩებიან.

ირაკლი ეძგვერაძე და მასთან ერთად სხვა დაშავებულებიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, თუმცა "პირველებთან" საუბარში ამბობენ, რომ 6 დაკავებული საქმეს ვერ შეცვლის და რომ თავდასხმას სხვა დამკვეთები ჰყავს. სახელდება კოტე ზარნაძე, კახი კალაძე და ნოდარ შუკაკიძეზე. 

მსგავსი სიახლეები