"ამ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ" - ეძგვერაძე გამოძიებაზე

24.09.23 11:34
"ამ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ" - ეძგვერაძე გამოძიებაზე

ირაკლი ეძგვერაძე და მასთან ერთად სხვა დაშავებულებიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, თუმცა "პირველებთან" საუბარში ამბობენ, რომ 6 დაკავებული საქმეს ვერ შეცვლის და რომ თავდასხმას სხვა დამკვეთები ჰყავს. საუბარია კოტე ზარნაძეზე, კახი კალაძესა და ნოდარ შუკაკიძეზე. 

საკრებულოს ნაცემი  დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების გარეშე მასთზე თავდასხმა არ მოხდებოდა. 

გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ მე ამ მასკარადში მონაწილოებას არ მივიღებ, იმიტომ, რომ მე, კადრებში კარგად ჩანს, რომ მისწორდებიან განსხვავებული აზრის გამო. ვანდალიზმი, რაც ჩაიდინეს ამ არაკაცებმა, ეს ხელისუფლების  გარეშე ვერ მოხდებოდა, ეს იყო დაკვეთილი. 6 ადამიანის დაკავება არაფერს არ ცვლის, როცა 40 ადამიანზე მეტი იყო, - მაბობს ეძგვერაძე.
 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ სახლთან 40-მდე პირი დაესხა. სცემესს ხელკეტებით და რკინებით. მასთან ერთად ნაცემია ენმ-ს რამდნეიმე წევრი. ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან. 

მსგავსი სიახლეები