"ოცნებას" პოლიტიკურად აქტიური ფიგურები პატიმრობაში სჭირდება - ირაკლი კუპრაძე

24.09.23 11:42
"ოცნებას" პოლიტიკურად აქტიური ფიგურები პატიმრობაში სჭირდება - ირაკლი კუპრაძე

"ოცნებას" პოლიტიკურად აქტიური ფიგურები პატიმრობაში სჭირდება, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი საუბრობს. საუბარია გლდანში დაკავებულ ენმ-ს წევრებზე.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს, რაც წარმატებით გამოსდის. 

„ქართულ ოცნებას“ აქტიურ პოლიტიკური ფიგურები სჭირდება პატიმრობაში იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში კანდიდატის სტატუსი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უკვე მოხდა. ეჭვის ქვეშ უყურებენ საქართველოში საერთოდ დემოკრატიის არსებობას და ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება. სხვა რა შეიძლება გავითარება ჰქონდეს ამ ყევლაფერს, „ქართული ოცნეიბს“ ლოგიკის გამოცნობა არის სრულიად რთული წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ ისინი არიან თვითგანადგურების, ანტოეროვნუნლი და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გზაზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ სახლთან 40-მდე პირი დაესხა. სცემესს ხელკეტებით და რკინებით. მასთან ერთად ნაცემია ენმ-ს რამდნეიმე წევრი. ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან.  

მსგავსი სიახლეები