„მოქალაქე“ კი არა, „ანგელოზთა დასი“ რომ შექმნას „ოცნებიდან“ მაინც არ უშველის - მანჯგალაძე ივანიშვილზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორგანიზაცია "მოქალაქის" გაცოცხლება ვერ უშველის, რადგან ქართელ ხალხს ის უკვე გაშიფრული ჰყავს. ოპოზიციის წევრის თქმით, რუს ჯაშუშებს საქართველოშ სასათბურე პირობები ვერასდროს ექნებათ.
„მოქალაქე“ კი არა, „ანგელოზთა დასი“ რომ შექმნას „ქართული ოცნებიდან“ მაინც არ უშველის. რატომ? იმიიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ივანიშვილი, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და რუს ჯაშუშებს საქართველოში არასრის ექნებათ სასათბურე პირობები. კვლევა რომ ნახოთ, ბიძინა იქნება ნეგატივში წასული, ვერაფერს შეცვლის ივანიშვილი. ახლა, თუ ჭკუა, აქვს, დროზე ჩამოშორდეს ამ ხალხს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, დაიწყოს მოლაპარაკეკები დასავლეთთან და ქართელ პატრიოტებთან, სხვა გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ოლიგარქმა წლების წინ მიძინებული არასამთავბო ორგანიზაცია "მოქალაქე" გააცოცხლა. ყურადღებას იქცევს ორგანიზაციის ახალი წესდებაც, სადაც წერია, რომ ორგანიზაციამ უფლება მოიპოვა ფული უცხოეთიდან მიიღოს.