"ეძგვერაძე კრიმინალია, ქურდობა უნდოდა" - კალაძე ამტკიცებს, რომ დეპუტატზე თავდასხმასთან კავშირში არ არის
"ქართული ოცნების" გენერალური მდიანი ამტკიცებს, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან არც თავად და არც კოტე ზარნაძე კავშირში არ არიან. კახი კალაძე ირწმუნება, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კრიმინალია და მომხდარიც სწორედ მის წარსულთან არის კავშირში. მისი თქმით, ეძგვერაძე გლდანში არჩევნების დროს, სწორედ ნიკა მელიას მთავარი საყრდენი იყო.
ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ "შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და შემდეგ არ გამოუვიდა ეს. მე არ ვიცი, რა იყო მიზეზები, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც, შეიძლება ჩავთვალოთ, ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად, რომლებიც ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს იკადრებს. შესაბამისაად, არც კოტე ზარნაძე რაიმე კავშირშია აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც, რა თქმა უნდა, მე, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ სახლთან 40-მდე პირი დაესხა. სცემესს ხელკეტებით და რკინებით. მასთან ერთად ნაცემია ენმ-ს რამდენიმე წევრი. ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან.
ირაკლი ეზგვერაძე და ნიკა მელიას ტავდასხმის მთავარ დამკვეთებად კოტე ზარნაძეს და კახი კალაძეს ასახელებენ.