ყველაფერზე კახის ხსენება უნდათ, მაგათ ნამუსზე იყოს - ოდიშარია კალაძეს იცავს
"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ გლდანშ ოპოზციონერებზე თავდასხმაში კახი კალაძეს კავშირი არ აქვს. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, 1%-იანი ოპოზიციური პარყიები ყველაფერს ცდილობენ, რომ "პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ".
ბექა ოდიშარია ნიკა მელიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციელების პროვოცირება მოახდინა.
ბატონო ეძგვერაძის ბრალდებებს მარცხნივ და მარჯვნივ, მე მის ადგილას, ცოტა დავფიქრდები, იმიტომ, რომ ახლა, თუ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახი კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს. ნებისმიერ თემას ეს 1 %-იანი და 1 კაციანი პარტიები იყენებენ იმისთვის, რომ რომ რამენაირად იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე. რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატოები, მე ციხისთვის არავინ მემეტება, თუმცა მან მოახდინა პროვოცირება პოლიციის. იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აშშ-ში ან დიდ ბრტანეთში ვინმე მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციელს, იქ რა მოხდება, ხომ? ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები არიან და მაინც კაცთმოყვარენი არიან, - ამბობს ოდიშარია.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ სახლთან 40-მდე პირი დაესხა. სცემესს ხელკეტებით და რკინებით. მასთან ერთად ნაცემია ენმ-ს რამდენიმე წევრი. ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან.
ირაკლი ეძგვერაძე და ნიკა მელიას თავდასხმის მთავარ დამკვეთებად კოტე ზარნაძეს და კახი კალაძეს ასახელებენ.