ნიკა მელიას დაკავება კანონის დარღევით მოხდა - ეკა ბესელია

24.09.23 13:36
ნიკა მელიას დაკავება კანონის დარღევით მოხდა - ეკა ბესელია

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების დაკავება კანონის დარღვევით მოხდა. "ოცნებიდან" დემარშით წასული პოლიტიკოსი ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასაც აფასებს და ამბობს, რომ ამ ნაწილში აშკარააა მართლმსაჯულების მიკერძოეუბული დამოკიდებულება. 

არც არავის აუხსნია, რატომ დააკავეს, არც უფლებები განუმარტავთ, არც ოქმი უცდიათ, რომ შეედგინათ, მიათრევდნენ ასე, რაღაცა ნახევარი კილომეტრი ალბათ იარეს. ეს რაც შეეხება დაკავების მომენტს, რომელიც აშკარად კანონის დარღვევით მოხდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ეხება წინა ისტორიას, ჩვენ იქ ვნახეთ ძალიან მძიმე ფაქტები როგორ მოხდა თავდასხმა ჯგუფურად. აქ აშკარად ჩანს მიკერძოებული დამოკიდებულება მართლმსაჯულების სისტემი მხრიდან, - ამბობს ბესელია. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ სახლთან 40-მდე პირი დაესხა. სცემესს ხელკეტებით და რკინებით. მასთან ერთად ნაცემია ენმ-ს რამდენიმე წევრი. ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან.

ირაკლი ეძგვერაძე და ნიკა მელიას თავდასხმის მთავარ დამკვეთებად კოტე ზარნაძეს და კახი კალაძეს ასახელებენ.  

 

მსგავსი სიახლეები