განცხადებები, თითქოს ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ძალიან დიდი ტყუილია - კალაძე

24.09.23 13:46
განცხადებები, თითქოს ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ძალიან დიდი ტყუილია - კალაძე

"ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ბრუნდება და მსგავის ინფორმაცია მხოლოდ სიცრუეა. კახი კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ოლიგარქს ქართულ პოლიტიკაზე გავლენა არ აქვს, თუმცა მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. 

თქვენ როცა გინდათ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია და ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს, როცა გაწყობთ მაშინ ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როცა საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ის სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეტებული ქველმოქმედების სახით. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე, - ამბობს კალაძე. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ოლიგარქმა წლების წინ მიძინებული არასამთავბო ორგანიზაცია "მოქალაქე" გააცოცხლა. ყურადღებას იქცევს ორგანიზაციის ახალი წესდებაც, სადაც წერია, რომ ორგანიზაციამ უფლება მოიპოვა ფული უცხოეთიდან მიიღოს.  

მსგავსი სიახლეები