თუ ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ცუდს ვერაფერს ხედავ - ოდიშარია

24.09.23 13:58
თუ ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ცუდს ვერაფერს ხედავ - ოდიშარია

"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას არ გამორიცხავს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ოლიგარქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირეით ცუდს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ ივანიშვლის გამოცდილება ქვეყანას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს. 

ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ და იმ ადამიანებმა, ვინც არიან ამ საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, და ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, რომ ჩამოყალიბდეთ, ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია და თუ ადამიასნ მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორშ გადმოვიდეს, ამაშიც დაძრახვა როგორ შეიძლება? ე.ი. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინებია თუ როგორაა საქმე? ადმაიანმა, რომელმაც 3 მლნ ჩადი ჩვენი ქვეყნის ქველმოქმედებაში, იმ ადამიანს დავუშალოთ არსებობა ამ ქვეყანაში? მემგონი, ეს არასამართლიანია, - ამბობს ოდიშარია. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ოლიგარქმა წლების წინ მიძინებული არასამთავბო ორგანიზაცია "მოქალაქე" გააცოცხლა. ყურადღებას იქცევს ორგანიზაციის ახალი წესდებაც, სადაც წერია, რომ ორგანიზაციამ უფლება მოიპოვა ფული უცხოეთიდან მიიღოს.   

მსგავსი სიახლეები