რას უპირებენ ფარცხალაძეს? - ოპოზიცია სუსის უფროსს პარლამენტში იბარებს

24.09.23 14:16
რას უპირებენ ფარცხალაძეს? - ოპოზიცია სუსის უფროსს პარლამენტში იბარებს

სუსის უფროსს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს. მთავარი თემა ოთარ ფარცხალაძეა. გრიგოლ ლილუაშვილმა უნდა თქვას, რას უპირებს რუსეთის აგენტს და რა მუხლით იძიებს ყოფილი პროკურორის საქმეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარცხალაძე ერთხელ გამოკითხა, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ძიება ფორმალურად მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები ფქირობენ, რომ დიდი ალბათობით, სუსი ვერ გაბედავს ციხეში გაუშვას კაცი, ვინც ივანიშვილის დასაყრდენად მოიაზრება.

სუსის ხელმძღვანელი ლილუაშვილი, როგორც ბიძინა ივანიშვილის და კრემლის დავალებების შემსრულებელი, უნდა იქნეს დაბარებული საქართველოს პარლამენტში  და მან უნა უოპასუხოს იმ შეკითხვებს, რომელიც არსებობს ფარცხალაძის, ფსბ-ს აგენტის საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ლილუაშვილი არის ვალდებული, უპასუხოს შეკითხვებს, - ამბობს „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

"ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას მორიგი შოუს დადგმა და ქულების დაწერა უნდა. ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ სუსს ჯერ გამოძიება უნდა აცადონ. 

ოპოზიციას რაც უნდა, ეს არის ყოველთვის შუს დადგმა და ქულების დაწერა. ვნახეთ კიდევ უახლოეს დღეებში შს მინისტრთან დაკავშირებით, იგივე შინაარსის სპექტაკლის მოწყობა უნდათ ახლა გრიგოლ ლილუაშვილთან. მე არ მახსენდება რაიმე გამოძიება სუსს დაეწყოს და უმკლეს ვადაში არ წარმოედგინოს საზოგადოებისთვის მისი პოზიცია. ჯერ ვაცადოთ სუსი უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს იმ საგამოძებო სამმართელოს, რომელიც აწარმოებს ამ პროცესს და შემდეგ თუ ვიქნებით უკმაყოფილო საზოგადოება, მედია, პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მოვითხოვოთ, - ამბოლბს ოდიშარია. 

მსგავსი სიახლეები