საქალაქო სასამართლოში ენმ-ს დაკავებული წევრების პროცესი დაიწყო - როგორი იქნება განაჩენი?

24.09.23 15:19
 საქალაქო სასამართლოში ენმ-ს დაკავებული წევრების პროცესი დაიწყო - როგორი იქნება განაჩენი?

საქალაქო სასამართლოში გლდანში დაკავებული ენმ-ს წევრების ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას პროცესი დაიწყო. ოპოზიციონერების ბედი მოსამართლე ნათია ბუსკაძემ უნდა გადაწყვიტოს. სასამართლო დარბაზთან ენმ-ს წევრები არიან შეკრებილები, ნაწილი მათგანი უკვე სხდომათ დარბაზშია. 

ადვოკატები პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას, რომ არცერთი დაკავებული ადმინისტრაციულ სამართლდამრღვევად ცნობილი არ იქნას.  

ადგილზე იმყოფება "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეც. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ დღევანელი პროცესიც პოლიტიკური იქნება.

ამ მოსამართლის სახელი და გვარი არაფერს გვეუბნება და ვინც არ უნდა იყოს, დრეს იქნება პოლიტიკური სასამართლო პროცესი. მარტივი მიზეზი გამო, იმიტომ, ოპოზიციურ კრიტიკულ აზრს დევნის "ქართული ოცნება" და მე წარმოვადგენ აქ "ლელოს". სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტიკური დევნის მსხვერპლ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს. მარტივია, ფორმულირება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური დევნა და ძალადობა "ქართული ოცნების" მხრიდან არ არისინდივიდუალური შემთხვევა და ეს არი სისტემური ფაქტები, - ამბობს კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები