ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებზე დგას, შესაცვლელია - ნიკა მელიას პირველი კომენტარი

24.09.23 15:48
ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებზე დგას, შესაცვლელია - ნიკა მელიას პირველი კომენტარი

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან გამოვიდა, პირველ კომენტარს აკეთებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ თავდამსხმელებსა და  მათი დამკავებელი პოლიციელებს შორის სხვაობა არ არის. მელიას თქმით, ხელისუფლება შესაცვლელია, რადგან ის დემოკრატიული ვერასდროს გახდება. 

წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხლეისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, ეს არის შესურულებელი და მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე. კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით. ჩვენც დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხა გლდანში ჩვენს თანამოაზრეებს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილები, ხმააწყობილები სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. მათ წინააღდეგ ბრძლა არის პატივი.  

ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის სასამართლო პროცესი მოსამართლემ გადადო. დაკავებულებმა სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა. ინტერესების დამცველმა არგუმენტად მტკიცებულებების შეგროვება დაასახელა. 

შემდეგი სხდომა 24 სექტემრბისთვის გადაიდო. 

 

მსგავსი სიახლეები