ზურაბიშვილი თავის მზაკვრულ გეგმებში აიხლართა - კახა კალაძე

24.09.23 15:57
ზურაბიშვილი თავის მზაკვრულ გეგმებში აიხლართა - კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი მზაკვრულ გეგმებში  აიხლართა - ამ განცხადებას კახა კალაძე აკეთებს. თბილისის მერი ვერ ხვდება, რატომ არ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს. კალაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილმა კანონი დაარღვია. 

სალომე ზურაბიშვილი, აშკარად, აიხლართა თავის მზაკვრულ გეგმებში.  საოცრებებს აკეთებს. ჯერ იყო, კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი, ახლა უკვე არღვევს კანონს. მე არ ვიცი, რას ფიქრობს, ზოგადად, ეს ადამიანი, საოცრებებს სჩადის, საოცრებებს აკეთებს, - თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართელოს პრეზიდენტმა რუსეთის ჯაშუშბაში მხილებულ ოთარ ფარცალაძე საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი გენპროკურორი საქართელოს მოქალაქის სტატუსით უნდა დაისაჯოს.  

მსგავსი სიახლეები