რუსული ხელისუფლება ვერც ყვითელი და ვერც წითელი ბარათებით შეგვაშინებს - სოფო ჯაფარიძე

24.09.23 17:24
რუსული ხელისუფლება ვერც ყვითელი და ვერც წითელი ბარათებით შეგვაშინებს - სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის მიმართ სასამართლო სუბიექტური იქნება. ოპოზიციის წევრის თქმით, დღევანდელი სასამართლო რუსულია და მიიღებს ისეთ გააწყვეტილებას, როგორცი ხელისუფლებას აწყობს. 

ჯაფარიძე თანაპარტიელების დაკავებას ხელისუფლების მხრიდან "ყვითელი ბარათის" ჩვენებად აფასებს და ამბობს, რომ ვერც ყვითელი და ვერც წითელი ბარათები მათ ვერ შეაშინებთ. 

ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება ობიექტურად შეფასება ამ სასამართლოსი, ეს არის სასამართლო, რომელიც არის რუსული სასამართლო, ხელისუფლებაც გვყავს რუსული და  ისინი გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მათ აწყობთ და რა გადაწყვეტილებაც მათ ინტერესში შედის პოლიტიკურად. ექნებათ, ასე ვთქვათ, ყვითელ ბარათად გამოყენებული ეს საქმე და როდესაც არ მოეწონებათ მათი მხრიდან გარკვეული საწინააღმდეგო აზრი, დაანახებენ ყვითელ ბარათს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ვერ შეგვშინებთ ვერც ყვითელი ბარათით, ვერც წითელი ბარათით და ვერანაირი ძალის გამოყენებით, - ამბობს ფოსო ჯაფარიძე. 

გლდანში დაკავებული ენმ-ს წევრების სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო. შაუმდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რომელმაც არგუმენტად მტკიცებულებების  შეგროვება დაასახელა.  

მსგავსი სიახლეები