ენმ-ს წევრებთან მიმართებაში სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ამინდის შესაბამისი იქნება - ნუგზარ წიკლაური

24.09.23 17:32
ენმ-ს წევრებთან მიმართებაში სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ამინდის შესაბამისი იქნება - ნუგზარ წიკლაური

ენმს- წევრი ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ მის თანაპარტიელებთან მიმართებაში ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი პოლიტიკური ამინდიც იქნება იმ დროისათვის. საუბარია ნიკა მელიაზე, ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავაზე.

ოპოზიციის წევრი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესზე მიიყვანონ პოლიციელები, რომლებიც ოპოზიციონერების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს მისცემენ.

გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორი პოლიტიკური ამინდიც იქნება იმ პერიოდისთვის და როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც  მიიღებს ივანიშვილი. თუკი მათ პოლიტიკურ ინტერესებში იქნება რაღაც გამკაცრება, ადამიანების დაკავება, გისოსებს მიღმა გამოკეტვა, თუ იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, აუცილებლად ამოირჩევენ უსინდისო პოლიციელებს, რომლებიც მისცემენ ცრუ ჩვენებებს ვითომდა თავდასხმების შესახებ და სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი გავიტარება ჰქონდეს, - ამბობს ნუგზარ წიკლაური. 

გლდანში დაკავებული ენმ-ს წევრების სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო. შაუმდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რომელმაც არგუმენტად მტკიცებულებების  შეგროვება დაასახელა.   

მსგავსი სიახლეები