ივანიშვილი ხვდება, რომ დაზიანებული "ოცნება" მისი საყრდენი ვეღარ იქნება - ანი მიროტაძე
სახელისუფლებო პარტიიდან წასული ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი განულებული პარტიის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს. საუბარია ორგანიზაცია "მოქალაქეზე", რომელიც ოლიგარქმა ცოტა ხნის წინ გააცოცხლა.
მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ე.წ. ნეიტრალურ პოლუიტიკოსებთან და პარტეიებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, რადგან ხვდება, რომ მოქმედი ხელისუფლება მისი საყრდენი ვეღარ იქნება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ მან დაიწყოს უკვე პერსონალური ურთიერობები ან რარაც ტიპის ურთიერობები ე.წ. ნეიტრალურ პოლიტიკოსებთან ან იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებთან საუბარი შესაძლებელი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის. ვიცი ბიძინა ივანიშვილის ხასიათი მეტნაკლებად, ვინაიდან მან ზუსტად იცის, რომ ახლა „ქართული ოცნება“ საკმარისი ძალა არ არის, ეს ერთი, რეპუტაციულად იმდენად დაზიანებულია ყველა მისი ლიდერი დაწყებული ღარიბაშვილით დამთავრებული კალაძით, რომ ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იქნება მისი საყრდენი, - ამბობს ანი მიროტაძე.