არცერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა პოლიციელზე თავდასხმასთან - ადვოკატი ენმ-ს წევრებზე
ენმ-ს წევრების ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვიქ ქვეშ მყოფებს პოლიციელებზე თავდასხმასთან შემხებლობა არ აქვთ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. ინტერესების დამცველის თქმით, ერთ-ერთი ჟურნალისტსგან შეიტყო, თითქოს რომელიღაც სამართალდამცველს ნაკბენი აქვს. კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს გარემოება დასადგენია, რადგან გაურკვეველია, როდის და ვინ უკბინა პოლიციელს.
მე, როგორც იურისტი, რომელიც მრავალი წელია ამ მიმართულებით ვმოღვაწეობ, მტკიცებულებების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, რომ მათ რაიმე სახის, იოტისოდენა რისკი ჰქონდეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს პარალელურად გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით, ანუ, პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ერთ-ერთ პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ეს თავიდან ხუმრობა მეგონა. უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის, უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს, ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ეს მოტივაცია. არცერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან.
არავითარი ძალადობის ელემენტები არ არის. ეს იყო მძიმე, დაძაბული სიტუაციის ფონზე პროვოცირებული ქმედება პოლიციის მიერ, რასაც მოჰყვა უკანონოდ მათი დაკავება, მრავალწუთიანი ვიდეო, სადაც ცდილობენ ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების დაკავებას, გასაგებია, როდესაც უკანონოდ გაკავებენ, კონსტიტუციური უფლება გაქვს, რომ გაეცნო რატომ გაკავებენ და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიო“,- აღნიშნა ადვოკატმა.