ოლიგარქის გეგმა "ბ" - აპირებს თუ არა ივანიშვილი მესამედ დაბრუნებას?

24.09.23 20:22
ოლიგარქის გეგმა "ბ" - აპირებს თუ არა ივანიშვილი მესამედ დაბრუნებას?

 

 

იწყება თუ არა ახალი სპეცოპერაცია ხელისუფლებაში დასარჩენად? - ეს კითხვა აქტუალური "შაბათის ეთერის" რეპორტაჟის შემდეგ გახდა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა  არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" გააცოცხლა.

პოლიტიკოსები, ვინც "ოცნების" დამფუძნებელს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ოლიგარქის კარზე პანიკაა. ივანიშვილი ხვდება, რომ კობახიძე - ღარიბაშვილის ხარჯზე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, ამიტომ გეგმა "ბ" აამოქმედა. მათი თქმით, ოლიგარქი ახლა ეძებს ნეიტრალურ პირებს და ნაკლებად გამაღიზიანებელ მოლაპარაკე თავებს.

საყურადღებოა ორგანიზაცია "მოქალაქის" ახალი წესდების ერთი ჩანაწერიც, რომელიც ფინანსებს ეხება. ივანიშვილის ორგანიზაციას უფლება ექნება ფული უცხოეთიდანაც მიიღოს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი თანხებს რუსეთიდან  მიიღებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები