გირაო თუ პატიმრობა - საკრებულოს დეპუტატიც ცემის ფაქტზე დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება
გლდანში ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტზე დაკავებული 6 პირი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. საქალაქო სასამართლოში პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული. დაკავებულებს შორის კანონიერი ქურდის ძმა, ელგუჯა შუკაკიძეცაა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულებს დატოვებს პატიმრობაში თუ გაუშვებს გირაოთი გარეთ.
ზაჰესის წინასწარი მოტავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმის ადვოკატმა დატოვა. ელგუჯა შუკაკიძის ადვოკატმა თქვა, რომ მედიასთან საუბარი არ სურს. ერთადერთი, რაც ინტერესები დამცველმა თქვა, იყო ის, რომ არ აქვს ინფორმაცია, რო ელგუჯა შუკაკიძე კანონიერი ქურდის ძმაა.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს. საუბარია ტატო ხინდაძეზე, რომელიც სასამართლო დარბაზში დღეს სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრებს.
ხუნდაძის ადვოკატი სასამართლო პროცესზე მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
აღნიშნულ ბრალებას ცალსახად არ ეთანხმება, ტუმცა მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ მან გამოძიებას დაძახებისთანავე მისცა სრული ინფრომაცია იმ დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და სრული ინფრომაცია თუ რა მონაწილეობა მიიღო მან და დაიტოვა უფლება, თქვას თავადვე და მოყვეს თუ რა მოხდა. თუ მის ქმედებაში არის რაიმე დანაშუალის ნიშნები, მზად არის აგოს პასუხი სრულად. საკრებულსო დარბაზში ბატონ ტატოს იმართ, მისი დედის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები. ეს იყო სუფთა ადამიანური ფაქტორი, რის გამოც მოხდა კონფლიქტი. პირველ დღესაც იყო დედის მიმართ გონება, მერე მეორე დღესაც იყო. არავის არავინ მიუყვანია და მითუმეტეს არანაირი ხელკეტი, არანირი გირი. შევეცდები, რომ საერთოდ აღლვეთი არ იყოს, თუმ ცამუხლის სპეციფიკიდან გამომინარე ალბათ დავაყენებ უფრო გირაოს... მინიმალურით დავიწყებ, 1000 ლარით, თვითონ გადაწყვიტოს სასამართლომ თუ გირაოს ჩათვლის საჭიროდ, - ამბობს ადვოკატი.
ინტერესების დამცველი ასე ამტკიცებს, რომ ირაკლი ეძგვერაძის მდგომარეობა მძიმე არ არის.
რას ეძახით უმძიმესს? მე ვუყურე ვიდეოს და მძიმე მდგომარეობა არ არის. როცა წამოწოლილი ხარ და იგინები თან, მძმე მდგომარეობა არ არის, - ამბობს ადვოკატი.