საქართველოს მოქალაქეობის არშეწყვეტით ფარცხალაძე პრივილიგირებულ მდგომარეობაშია - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის გააწყვეტილებას, რომელმაც ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, გაუგებარს უწოდებს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებით რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულ ფარცხალაძე მხოლოდ პრივილიგირებულ მდგომარეობაშია და აქვს ხელშეწყობა, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში შეუფერხებლად იფრინოს.
მოქალაქოების არშეწყვეტა, ეს არის დიდი გაუგებრობა პრეზიდენტის მხრიდან, თუ მას ჰგონია, რომ მოქალაქე უფრო დაისჯება და მოქალაქეობის არმქონე პირი არ აისჯება, მაგრამ ამასთან, არის პრივილეგიაც ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა. ის რომ რუსეთის მოქალაქე იყოს, ვერ გავა რუსეთიდან, საქართველოს მოქალაქე თუ იქნება იმოძრავებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. აი, ეს არის ყველაზე დიდი ხელშეწყობა და დახმარება ახლა აგენტ, ჯაშუშ ფარცხაალაძისთვის, - ამბობს მანჯგალაძე.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.