Azimuth მოსკოვის მიმართულებით ბათუმსა და სოჭიდან ფრენებს იწყებს

25.09.23 12:09
Azimuth მოსკოვის მიმართულებით ბათუმსა და სოჭიდან ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია Azimuth, რომელმაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლა, ახალ მიმართულებებს ამატებს და ბათუმიდან და სოჭიდან ფრენებს იწყებს.

ბათუმი-მოსკოვის ხაზზე ფრენები 9 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო თბილისი-სოჭის მიმართულებით 11 ოქტომბრიდან.

ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს.

მსგავსი სიახლეები