ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს 25-26 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

25.09.23 12:30
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს 25-26 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი 25-26 სექტემბერს ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც აცხადებენ, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში.

ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები