ისტორიული პროცესი საკონსტიტუციოში - პრეზიდენტი სასამართლოს აუხსნის, რატომ წავიდა ევროპაში ღარიბაშვილის ნებართვის გარეშე

25.09.23 13:41
ისტორიული პროცესი საკონსტიტუციოში - პრეზიდენტი სასამართლოს აუხსნის, რატომ წავიდა ევროპაში ღარიბაშვილის ნებართვის გარეშე

3 ოქტომბერი, 12:00 საათი - საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ზეპირი მოსმენა ჩანიშნა.

ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობას თავად სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

პრეზიდენტი მოსამართლეთა კოლეგიას პირადად აუხსნის, რატომ წავიდა ღარიბაშვილის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ ვიზიტებში. დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პირისპირ იქნება ირაკლი კობახიძეც. სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოამზადა საკონსტიტუციო საჩივარი. 

ამ ცნობის გამოქვეყნებისთანავე იყო პრეზიდენტის პასუხი, ზურაბიშვილმა ესტონეთში, ლატვიისა და ლიეტუვაში გამგზავრება დააანონსა.

"ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ პროცედურებს პოლიტიკურ-სამართლებრივი თემას უწოდებს. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. 

კონსტიტუციის მიხედვით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პარლამენტის, იმიტომ რომ იმპიჩმენტი, როგორც მოვლენა, ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი თემა, ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი თემა და სწორედ ამიტომ არიან ის თანამდებობის პირები დაცული ამ მაღალი პრივილეგიით.

ჩვენ ცხადია, ამ საკითხს ვუყურებთ პოლიტიკურადაც და ვთვლით, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად არასწორი, დგამს უგუნურ ნაბიჯებს", - ამბობს  დავით უსუფაშვილი.

"ევროოპტიმისტების" წევრ, ხატია დეკანოიძის თქმით, ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება და გაძლიერება ხდება. დეკანოიძე ამბობს, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ სასამაღთლო იმპიჩმენტზე გადაწყვეტილებას მიიღებს. "ევროოპტიმისტების" წევრი ამბობს იმასაც, რომ "ოცნება" გზავნილს აკეთებს, რომ "ჩვენ ყველას დავსჯით, ვინც ჩვენთან იყო ერთ დროს და შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ წავიდა".

ეს არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება ანტიდასავლური რიტორიკა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს დიდი ალბათობით.

ეს არის გზავნილი ყველას მიმართ, რომ ჩვენ ყველას დავსჯით, ვინც ჩვენთან იყო ერთ დროს და შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ წავიდა.

ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იმპიჩმენტიც, რომლის ხმებიც არ აქვს ქართულ ოცნებას და ძალიან კარგად იცის, რომ ხმები არ აქვთ მათ ავანტიურად შევაფასოთ", - ამბობს "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები