პროკურატურა ე.წ. კანონიერ ქურდს გარემოცვას იცავს? - პროკურორი ბრალდებულებს სიტყვაზე ენდობა

25.09.23 13:08
პროკურატურა ე.წ. კანონიერ ქურდს გარემოცვას იცავს?  - პროკურორი ბრალდებულებს სიტყვაზე ენდობა

პროკურატურა ე.წ. კანონიერ ქურდს გარემოცვას იცავს?  - დღევანდელ სასამართლოზე გაირკვა, რომ შოთაძის უწყება ოპოზიციაზე თავდამსხმელებს უსიტყვოდ ენდობა. 

მოძალადეები  იზოლატორში გამოკითხეს და პროკურატურაში დაიჯერეს, რომ გლდანში ჩხუბი სიტყვიერი შელაპარაკების გამო დაიწყო, არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცემი წევრები აცხადებენ, რომ მათ „ოცნების“ დეპუტატის კოტე ზარნაძის დავალებით გლდანის კრიმინალური საძმო გაუსწორდა. 

ამ ეტაპზე შესაბამისი სტანდარტით დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ, სიტყვიერი კონფლიქტის ნიადაგი. სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც ჩვენებებშია მითითებული, ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებში, მომდინარეობდა დაზარალებულებიდან. 

იმისთვის, რომ ბრალდებულ პირთა ქმედებებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, ცხადია, გამოძიება გრძელდება და საქმე წარიმართება სწორი კვალიფიკაციით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან. 
აუცილებელია, რომ დაზარალებული იყოს გამოკითხული, იმისთვის, რომ დადგინდეს ფაქტობრივი გარემოება,“ - ამბობს პროკურორი.

ახლა სასამართლოში იმ ადამიანებს კითხავენ, ვისაც პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ. 

მსგავსი სიახლეები