შემსრულებელი ერთია, მაგრამ დამკვეთია მნიშვნელოვანი - ბაჩო დოლიძე გლდანში პოლიტიკური ნიშნით თავდასხმაზე
"შემსრულებელი ერთია, მაგრამ დამკვეთია მნიშვნელოვანი, ვინ ბედავს დღეს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაშია, თავს მისცეს უფლება, რომ ასეთი ბრძანებები გასცეს და შეასრულოს," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე გლდანში ოპოზიციონერ დეპუტატსა და მის გარემოცვაზე თავდასხმას.
როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, თავდასხმა რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ამას ადასტურებს ის ვიდეომტკიცებულებაც, რაც გუშინ "შაბათის ეთერში" გასაჯაროვდა და სადაც ისმის თავდამსხმელებისგან ფრაზა - "ირაკლი ეძგვერაძე თქვენი დრო აღარ არის".
მგონი, ცოტა იჩქარეს პოლიტიკური სარჩულის მოხსნა ამ საქმეს, იმიტომ, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეო კადრები, ჩხუბის ბოლო ნაწილი იყო, სადაც ყველას გვესმოდა, პოლიტიკური შეძახილები. გამოძიებას ვენდო, კი ბატონო, ვენდობი, მაგრამ როდის გაამართლა, ამ ტიპის გამოძიებამ.
აქ შემსრულებელი ერთია, მაგრამ დამკვეთია მნიშვნელოვანი, ვინ ბედავს დღეს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაშია, თავს მისცეს უფლება, რომ ასეთი ბრძანებები გასცეს და შეასრულოს,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.