ოპოზიციაც ვერ გაერკვა იმ ნაბიჯის სისწორეში, რაც პრეზიდენტმა გადადგა - სარჯველაძე

25.09.23 13:26
ოპოზიციაც ვერ გაერკვა იმ ნაბიჯის სისწორეში, რაც პრეზიდენტმა გადადგა - სარჯველაძე

ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება - საქართველოს პრეზიდენტს კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს "ქართული ოცნება". როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილს უნდა ემოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა პრეზიდენტი საპირისპიროდ მოიქცა.

სარჯველაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯი ოპოზიციისთვისაც გაურკვეველი აღმოჩნდა. 

პრეზიდენტი როგორ უნდა მოიქცეს, ამაზე პასუხს იძლევა, არავითარ სივრცეს განსჯის და დისკუსიისთვის არ იძლევა, ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა.

კანონმდებლობა ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენს საფუძველს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის და აქ დაისმის წერტილი, ამის შემდეგ თუ მეკითხებით, რომ მე ხომ არ მაქვს კანონმდებლობისგან განსხვავებული მოტივაციები და სურვილები, არ მაქვს. 

ოპოზიციაც ვერ გაერკვა იმ ნაბიჯის სისწორეში, რაც პრეზიდენტმა გადადგა, ეს მაპატიეთ, მაგრამ ჩემი პრობლემა არ გახლავთ, ეს არის ოპოზიციის და პრეზიდენტის შეუთანხმებლობის პრობლემა,“ - ამბობს სარჯველაძე.
 

მსგავსი სიახლეები