"პრეზიდენტი ევროპაში დადის და ქადაგებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის" - სარჯველაძე
"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - კობახიძის გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლის.
"პრეზიდენტი დადის დედაქალაქებში და ქადაგებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და რომ მას არ აქვს შესრულებული 12 პრიორიტეტით განსაზღვრული მოვალეობები" - ამტკიცებს მიხეილ სარჯველაძე.
მმართველი პარტიის წევრის განცხადებით, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი პროცესს არ წაადგება:
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ალბათ, რაზედაც ყველაზე მეტად უნდა ვღელავდეთ, ეს არის შინაარსი. არ მგონია, რომ ევროინტეგრაციის მიზანს რამენაირად წაადგეს, თუკი პრეზიდენტი დადის დედაქალაქებში ევროპული სახელმწიფოების და ქადაგებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და რომ მას არ აქვს შესრულებული 12 პრიორიტეტით განსაზღვრული მოვალეობები, ეს სამწუხაროა, მაგრამ თუ ასე წარიმართება მისი მსჯელობა ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იყოს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებისთვის", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე.
პრეზიდენტი "ოცნების" მიერ აკრძალულ ვიზიტებს აგრძელებს - ზურაბიშვილი ევროპაშია. სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას პრეზიდენტებს შეხვდება.