თუ არ გაქვთ მორალური შესაძლებლობა, ბრალი წაუყენოთ ფარცხალაძეს, დატოვეთ თანამდებობა - კუპრავა შოთაძეს

25.09.23 14:36
თუ არ გაქვთ მორალური შესაძლებლობა, ბრალი წაუყენოთ ფარცხალაძეს, დატოვეთ თანამდებობა - კუპრავა შოთაძეს

"მაქვს ინფორმაცია, რომ მტკიცებულებები ფარცხალაძის ჯაშუშობასთან დაკავშირებით დევს უსაფრთხოების სამსახურში," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზვიად კუპრავამ გააკეთა.

კუპრავა მიმართავს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და მოუწოდებს, ან დაიწყოს გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ ან გადადგეს.

ვიცით, ირაკლი შოთაძის და ფარცხალაძის დამოკიდებულება. ფარცხალაძე არის ოფიციალურად აღიარებულია ჯაშუშად, მტერი სახელმწიფოს სასარგებლოდ.
მაქვს ინფორმაცია, რომ მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით დევს უსაფრთხოების სამსახურში. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა მისი გამოკითხვა მოწმის სტატუსით, ამიტომ ვალდებულება აქვს გენერალურ პროკურორს, წაუყენოს ბრალი ფარცხალაძეს. ვიცით, მისი დამოკიდებულება როგორია, დამოკიდებულია ფარცხალაძეზე, თუ მას ამის შინაგანი შესაძლებლობა და უნარი არ გააჩნია, უნდა დატოვოს თანამდებობა, ისევე, როგორც 2018 წელს. ამიტომ ბატონო ირაკლი, მოგიწოდებთ, თუ თქვენ არ გაქვს ფიზიკური და მორალური შესაძლებლობა, რომ ბრალი წაუყენოთ ოთარ ფარცხალაძეს, დატოვეთ თანამდებობა, რომ ეს სხვამ გააკეთოს,“ - ამბობს ზვიად კუპრავა.

მსგავსი სიახლეები