"ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნაცემი დეპუტატი კლინიკიდან გაწერეს

25.09.23 14:58
"ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნაცემი დეპუტატი კლინიკიდან გაწერეს

ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ ნაცემი დეპუტატი კლინიკიდან გაწერეს. ირაკლი ეძგვერაძეს ექიმებმა უფლება მისცეს მკურნალობა სახლში გააგრძელოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი იმეორებს, რომ გლდანის ინციდენტში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ამიტომ არ სჯერა, რომ მხოლოდ ექვსი ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხეს სამართალდამცველებმა.

არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტულ პირებს ხელს აფარებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს საკუთარ სახლთან 40-მდე პირი დაესხა. სცემეს ხელკეტებით და რკინებით. მასთან ერთად ნაცემია ენმ-ს რამდენიმე წევრი. ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან.

ირაკლი ეძგვერაძე და ნიკა მელიას თავდასხმის მთავარ დამკვეთებად კოტე ზარნაძეს და კახი კალაძეს ასახელებენ.  

მსგავსი სიახლეები