ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და ვინ არა? - ოპოზიციის პროგნოზი მოსალოდნელ პროცესებზე
ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და ვინ არა? - გახარიას გუნდი ეჭვობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას შეცვლის და პრეზიდენტის გადაყენების საკითხს მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება ევროპულ ტურნეს, მიხეილ დაუშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ხელის შეშლის ნაცვლად პრეზიდენტს თანხმობას უნდა აძლევდეს ევროპაში ვიზიტებზე.
ოცნება ხელს კი არ უნდა უშლიდეს მას ამ ვიზიტების განხორციელებაში, არამედ პირიქით, ოცნება თანხმობას უნდა აძლევდეს ყველა ასეთ ვიზიტზე და უფრო მეტიც, ოცნება ყველაზე მეტს თვითონ უნდა დადიოდეს ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ეს პროცესი არის კატეგორიულად მიუღებელი.
ჩვენ რა თქმა უნდა ამ იმპიჩმენტს ხმას არ დავუჭერთ. სამწუხაროდ, გვაქვს იმის ეჭვი და მოლოდინი, რომ თუკი ვინმეს ამაში ოცნებას გვერდში დაუდგეს, ეს იყოს ნაციონალური მოძრობა", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი.
ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, მიმდინარე პროცესებს "ოლიგარქის კარის თამაშებს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ოლიგარქს ხალხის ყურადღების გადატანა სურს:
ამ ოლიგარქიულ თამაშებში შეიძლება კობახიძეც ვიხილოთ მდინარაძეც ვიხილოთ, ბევრ ვინმეს ვიხილავთ, მაგრამ ეს არის ოლიგარქის კარის თამაშები და მას სჭირდება მთავარი საკითხები და ხალხის პრობლემებიდან, გაჭირვებიდან, "ეფესბესშნიკებიდან" გაზულუქებული ღარიბაშვილისგან და კალაძის ჩარტერული რეისებიდან და ა.შ. ყურადღების გადატანა მსგავსი ტიპის არაფრისმომცემ თემებზე", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.
დიდი ალბათ, 3 ოქტომბერსვე გავიგებთ გამოაცხადებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად, ამის შემდეგ კი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. ზურაბიშვილის გადასაყენებლად საჭიროა ასი დეპუტატის თანხმობა.