გლდანში თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა - ზარასპაშვილი ანგარიშსწორების მოტივზე
გლდანში თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა - ეს ინფორმაცია დაზარალებულმა ჯაბა ზარასპაშვილმა სასამართლოს მიაწოდა. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ზარასპაშვილმა მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს თავს არა 6 პირი, არამედ 40-ზე მეტი ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი დაესხა.
როგორც ადვოკატი ამბობს, არც ზარასპაშვილს და არც სხვა დაზარალებულებს მათზე თავდამსხმელებთან კომუნიკაცია წლებია არ ჰქონიათ.
ბატონი ჯამბული გამოიკითხა მოწმის სახით სასამართლოს წინაშე მან მისცა ჩვენება. რა ინფორმაციაც ჰქონდა ბატონ ჯაბას, დეტალურად მიაწოდა სასამართლოს, მათ შორის იმ პოლიტიკურ მიზანთან და მოტივთან დაკავშირებით გააჟღერა ინფორმაცია, რაც საჯაროდ არაერთხელ გავაჟღერეთ.
არანაირი შემხებლობა თავდასხმაში მონაწილე პირებთან მათ არ აქვთ წლებია. რამდენიმე პირს 10 წლის უკან იცნობდნენ, როგორც უბნელს.
ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, ეძგვერაძეს ცალსახად არ უთქვამს უარი ჩვენების მიცემაზე,“ - ამბობს ადვოკატი.
ერთ-ერთი დაკავებულის ტატო ხუნდაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ძალადობრივი ქმედების შესახებ არცერთ დღეს გამოკითხულ პირს ინფორმაცია მოსამართლისთვის არ მიუწოდებია.
თვითონ ბრალდებულებს უშუალოდ კითხვა არ ჰქონიათ, არც ჩემს და არც დანარჩენს, იყოს დაცვის მხარისგან რამდენიმე კითხვა დასმული. აქცენტი იყო დასმული იმაზე, რომ როცა იძახდა დაზიანება ფიზიკური, ვის მიერ მიიღო დაზიანება, თუ დაინახა ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა, ვინ ვის დაარტყა და ასე შემდეგ. თუმცა პასუხი იყო, მას არ დაუნახავს. მან თქვა, რომ ვიცნობდიო ტატო ხუნდაძეს, რომელსაც ვიცავ, თუმცა მის მიერ ჩადენილ ძალადობაზე აბსოლუტურად არაფერი იყო ნათქვამი. ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე - მე არ დამინახავსო, მითხრა.
როცა სასამართლოს მიმართეს მოწმის დაკითხვაზე, სასამართლომ ორ პირზე განაცხადა უარი, ეს არის საქმეში, არ მიიჩნია საჭიროდ მათი დაკითხვა,“ - ამბობს ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი.