რუსეთიდან ხშირი ფრენები ისეთ საქმიანობას ემსახურება, რის გამოც ფარცხალაძე დასანქცირდა - სამადაშვილი

25.09.23 15:30
რუსეთიდან ხშირი ფრენები ისეთ საქმიანობას ემსახურება, რის გამოც ფარცხალაძე დასანქცირდა - სამადაშვილი

რუსეთიდან ავიარესიების დამატებას ოპოზიზიციაში კრიტიკულად უყურებენ. "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან ხშირი ფრენები არა ადამიანების ჩამოსვლას, არამედ ისეთ საქმიანობას ეხება, როგორსაც ოთარ ფარცხალაძე ეწეოდა. 

ფრენების აღდგენა და ხშირი ფრენები მარტო იმას კი არ უკავშირდება, რომ ადამიანების ჩამოსვლა მოხდეს, არამედ, სწორედ ისეთ საქმიანობას შეეხება საქმე, რომლის გამოც დასანქცირდა ფარცხალაძე. ამიტომ სჭირდება რუსულ ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება გამარტივებული ურთიერთობები რუსეთთან, იქნება ეს საჰაერო მიმოსვლა თუ სხვა, - ამბობს სამადაშვილი.

რუსული ავიაკომპანია Azimuth, რომელმაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლა, ახალ მიმართულებებს ამატებს და ბათუმიდან და სოჭიდან ფრენებს იწყებს.

ბათუმი-მოსკოვის ხაზზე ფრენები 9 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო თბილისი-სოჭის მიმართულებით 11 ოქტომბრიდან.

 

მსგავსი სიახლეები